გია ვოლსკი - უნდა ვიგულისხმოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ძალის ლიდერობის პრეტენზიის და არა უბრალოდ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც თავისი მოსაზრებებით მოქმედებს
გია ვოლსკი - უნდა ვიგულისხმოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ძალის ლიდერობის პრეტენზიის და არა უბრალოდ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც თავისი მოსაზრებებით მოქმედებს

უნდა ვიგულისხმოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ძალის ლიდერობის პრეტენზიის და არა უბრალოდ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც თავისი მოსაზრებებით მოქმედებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დღევანდელი ოპოზიციის ნაწილი გახდეს, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, უნდა გამოვიდეთ ლოგიკიდან, რომელსაც მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით, განცხადდებებით, გამოსვლებით და თავისი მოკავშირეების განცხადებებით.

„როდესაც მსჯელობ ამ თემაზე და ზუსტად არ იცი მისი გადაწყვეტილების შესახებ, რასაკვირველია, იმ ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ, რომელსაც მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით, განცხადდებებით, გამოსვლებით და თავისი მოკავშირეების განცხადებებით; ასევე, ამ მიმართულებითაც უკვე ჩამოყალიბებული და თვალსაჩინო პოზიციის დაფიქსირებით. ამ ყველაფერს თუ თავს ერთად მოუყრი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალის ლიდერობის პრეტენზიის მქონე ადამიანი და არა უბრალოდ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც თავისი რაღაც მოსაზრებებით და თავისი შინაგანი განწყობებით მოქმედებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.