გია ვოლსკი - უნდა დავფიქრდეთ, რა მოქმედებით ვაზიანებთ სახელმწიფოს და მის ინტერესებს, ქვეყნის წინაშე ამისი ვალდებულება გვაქვს
გია ვოლსკი - უნდა დავფიქრდეთ, რა მოქმედებით ვაზიანებთ სახელმწიფოს და მის ინტერესებს, ქვეყნის წინაშე ამისი ვალდებულება გვაქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საჭიროა დაფიქრება, რათა ადამიანებმა თავიანთი მოქმედებით სახელმწიფო და მისი ინტერესები არ დააზიანოს.

მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე ყველა ვალდებულია, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე შედეგებზე დაფიქრდეს.

„უნდა დავფიქრდეთ, რა მოქმედებით ვაზიანებთ სახელმწიფოს და მის ინტერესებს. შეიძლება, ერთმა ადამიანმა რადიკალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რომ შეუთანხმებლად, კურთხევის გარეშე არ უნდა იყოს ჯვარი აღმართული, შესაძლოა, ვინმემ თქვას, სააკაშვილის სადისტი მმართველის პორტრეტი იყო განთავსებული და არავის ხმა არ ამოუღია, მათ შორის თქვენ ვინმესთვის გეკითხათ – უნდა იყოს თუ არა სისხლის სამართლის დამნაშავისა და ძებნილი ადამიანის პორტრეტი პარლამენტის წინ? ვალდებულება გვაქვს ქვეყნის წინაშე, რომ ისე მოვიქცეთ, არ დავაზიანოთ ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ – ჯვრის მოხსნა რა შედეგს მოიტანს და იქნებ, სჯობს, მოლაპარაკება გავმართოთ. ვფიქრობ, პარლამენტი ყველას ეკუთვნის, არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ სხვა კონფესიებსაც. ეს საკითხი წყნარად უნდა გადავწყვიტოთ, ისე, რომ ნაკლები ზიანი მოვუტანოთ ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.