გია ვოლსკი - უხერხული, არასწორი ფორმულაა მოლდოვის მაგალითი, ეს საქართველოს ვითარებასთან არანაირ შეხებაში არ არის
გია ვოლსკი - უხერხული, არასწორი ფორმულაა მოლდოვის მაგალითი, ეს საქართველოს ვითარებასთან არანაირ შეხებაში არ არის

უხერხული და არასწორი ფორმულაა მოლდოვის მაგალითი, ეს არანაირ შეხებაში არ არის საქართველოს ვითარებასთან, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰგონიათ, რომ საზღგარეთ საზოგადოების ცნობიერებას მეტი რესურსით შეუტევენ.

„საზოგადოება აშკარად ხედავს პრიმიტიულ ფორმულას, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მკაფიო კონტურები შეიძინა. ერთი მხრივ, მოწოდებაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო როგორმე ჩააგდონ ისეთ პროცესში, რომელიც დიდ ნგრევას მოიტანს და ამ დიდ ნგრევას დიდი აღმშენებლობა მოჰყვება – აი, ასეთი მითოლიგიური ფორმულა არსებობს. მეორე მხრივ, არსებობს მცდელობა, რომ როგორმე საქართველო ამ ნგრევის პროცესს გაერიდოს. გაცილებით უფრო ადვილია ფეიკნიუსების, დეზიფორმაციის საზღვარგარეთ გავრცელება. ოპოზიციას ჰგონია, რომ რაკი საინფორმაციო რესურსი უფრო ძლიერია საზღვარგარეთ, ქართველებმა არ იციან, რა ხდება საქართველოში. მთავარია, რომელ საერთაშორისო პარტნორებსა და ორგანიზაციებს გულიხმობს ნიკა მელია – ამის დასახელება დამატებით განხილვების წინაპირობას შექმნის. ძალიან უხერხული და არასწორი ფორმულაა მოლდოვის მაგალითი, ეს არანაირ შეხებაში არ არის საქართველოს ვითარებასთან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დაპირისპირება, დარჩნენ პოლიტიკურ ველზე თუ ბოლომდე გაიფორმონ დესტრუქციული, შეთქმულთა ჯგუფის სახელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოში საზოგადოებას საკუთარ სისწორეში დაარწმუნებენ, ამიტომ ჰგონიათ, რომ საზღგარეთ საზოგადოების ცნობიერებას მეტი რესურსით შეუტევენ, რაშიც მწარედ ცდებიან. ეს არის ხავსი, რომელსაც ვერ მოეკიდებიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი