გია ვოლსკი - უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს, ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს
გია ვოლსკი - უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს, ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს

უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს,  ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც 5 ივლისს მოხდა.

„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რასაც ჯიმ რიში თავის განცხადებაში აღნიშნავს, ეს იყო იმის მიზანი, რაც დღემდე ხდებოდა. ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი შეთაბეჭდილება შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი გადაცდომაა, არის მორალური გადაცდომა, რაც არ ეკადრება არც ქართველს, არც საქართველოს, მით უმეტეს, თუ თავს დებენ ქრისტიანული მორალის დამცველებად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

დატოვე კომენტარი