გია ვოლსკი - თვითმმართველობის არჩევნებში 23 პროცენტის აღებაზე საუბარი არ არის, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მხარდაჭერა გაცილებით მეტი იქნება
გია ვოლსკი - თვითმმართველობის არჩევნებში 23 პროცენტის აღებაზე საუბარი არ არის, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მხარდაჭერა გაცილებით მეტი იქნება

თვითმმართველობის არჩევნებში 23 პროცენტის აღებაზე საუბარი არ არის, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მხარდაჭერა გაცილებით მეტი იქნება, მაგრამ რეალურად, სახელმწიფოს მომავლისთვის, თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება საჭირო და აუცილებელი, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ ამის პერსპექტივა „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის პირობებში პრაქტიკულად არ ჩანს, რადგან სახელმწიფოს დესტაბილიზაციის გარდა არაფერს სთხოვენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, 43 პროცენტი იქნება თუ 53 პროცენტი, „ქართული ოცნება“ მზად არის, კონსტრუქციულ რეჟიმში იმსჯელოს, ქვეყნისთვის რა ჯობია.

„ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მცდელობა იქნება. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ადრე პარალელური დათვლის გაყალბება იყო რესურსი, რათა დესტაბილიზაცია მოეხდინათ, ხოლო ახლა ვითომ კვლევები იქნება გამოყენებული მთავარ რესურსად, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი და ეჭვები დათესონ, ასევე არჩევნების სამართლიანობა ეჭქვეშ დააყენონ. არჩევნებთან მიმართებაში პრეზიდენტის განცხადება არის ზუსტი, რადგან დამკვირვებლების მძლავრი კორპუსი გვჭირდება, რომლებიც ვითარებას სამართლიანად შეაფასებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.