გია ვოლსკი - თუ რუსეთის მიმართ მსოფლიოს მკაცრი დამოკიდებულება ყალიბდება, ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საქართველოს ოკუპაციით
გია ვოლსკი - თუ რუსეთის მიმართ მსოფლიოს მკაცრი დამოკიდებულება ყალიბდება, ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საქართველოს ოკუპაციით

თუ რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება ყალიბდება, რომელიც საკმაოდ მკაცრია, ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საქართველოს მიმართ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამო,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სანქციების ის ნაწილი, რომელსაც საქართველო მიერთებულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ქართული მხარის ეკონომიკურ დამოკიდებულებას.

“არ ვფიქრობ, რომ მთავრობას რაიმე მკაფიო ფორმულირება არ გაუკეთებია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, თუ რა ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, როგორ გაწყდა და რა პირობებშია პოლიტიკური ურთიერთობები. ასევე იცის, სირთულეებისა და ლიმიტირებული ურთიერთობების შესახებ, რაც გაგვაჩნია. ჩვენს პოლიტიკას ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ და ეს კარგად ესმით, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებშიც. თუკი წინადადებასთან დაკავშირებით რაიმე განსახილველია ან დამატებითი თემაა, ამ შემთხვევაში განცხადებას მთავრობა გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაუკავშირდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.

„ეს დაგვეხმარება უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ ვუბიძგოთ. ამას შესაძლოა, დაემატოს ქართული კომპონენტი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კუთხით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი