გია ვოლსკი - ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას და 20 ივნისის მოვლენებს შორის
გია ვოლსკი - ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას და 20 ივნისის მოვლენებს შორის

ტოლობის ნიშნის დასმა ვერ მოხდება სახელმწიფო პოლიტიკას შორის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და მიმართული იყო ადამიანების დასათრგუნად, დასამცირებლად, საწამებლად და 20 ივნისის მოვლენებს შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სამწუხარო იყო, რომ 20 ივნისს, რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო, მაგრამ სახელმწიფოს წინა ხელისუფლების დროს გაცხადებული პოლიტიკა რაც ჰქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა და წარსულს ჩააბარა.

„გადაცდომისთვის რამდენიმე პოლიციელს პასუხი მოეთხოვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი, რომელთაც ის უბედურება არ ახსოვთ, რაც 2008 წლიდან გამოვიარეთ. ოპოზიციის გარკვეული ლიდერები შეეცდებიან, ამ თემის გაღვივებას და არ ახსოვთ, რომ საქართველოში არსებობს სხვა საზოგადოებაც, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს. 2020 წელი მოდის და მთავარია, ამ თარიღზე ვსწორდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ, ვინ უფრო უკეთეს საარჩევნო პროგრამას შესთავაზებს საზოგადოებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი