გია ვოლსკი - ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც აქვს რუსულ ოკუპაციას
გია ვოლსკი - ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც აქვს რუსულ ოკუპაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თემა გადაიქცა სამოქმედო გეგმად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელიც აისახება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.

„ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც აქვს რუსულ ოკუპაციას. არჩილ ტატუნაშვილი არის გამოხატულება ჩვეულებრივი ქართველი ადამიანისა, რომელსაც უყვარდა სამშობლო და ვაჟკაცური დამოკიდებულება ჰქონდა იმ უბედურების მიმართ, რაც თავს დაგვაწია რუსეთმა და საოკუპაციო რეჟიმმა.

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეს თემა გადაიქცა არა მარტო რიტორიკად, არამედ რეალურ სამოქმედო გეგმად, რომელიც აისახება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, კონკრეტული სახელმწიფოების გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.