გია ვოლსკი - სხვადასხვა საკითხზე პრეზიდენტის და ჩვენი პოზიციები განსხვავდება, მინდა, მწამდეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ერთი და იგივე პოზიცია გვექნება და მისი განცხადებები ამ თემის გარშემო იქნება

დაპირისპირებული პოზიციებია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხია, რაზეც ჩვენი პოზიციები განსხვავდება, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მოსაფრთხილებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განცხადებისას კონცენტრირებული იქნება ევროინტეგრაციის თემაზე.

„ეს ვადაც, რომელიც დარჩენილია პრეზიდენტისათვის, საკმაოდ სერიოზულ პროცესს ემთხვევა, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ საქართველოს სტაბილურობას. შესაბამისად, ყველა ინსტიტუტს სჭირდება გარკვეული ყურადღება. ასე რომ, თუ ჩვენი განცხადებები ერთმანეთს შინაარსში არ ემთხვევა, ამ შემთხვევაში, მინდა, მწამდეს, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით ჩვენ ერთი და იგივე პოზიცია გვექნება და მისი განცხადებებიც ამ თემის გარშემო იქნება კონცენტრირებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.