გია ვოლსკი - სირცხვილია აქცია 20 ივნისს, მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია
გია ვოლსკი - სირცხვილია აქცია 20 ივნისს, მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია

სირცხვილია აქცია 20 ივნისს. მაშინ, როცა ურთულესი სიტუაციაა რეგიონსა და მსოფლიოში, ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება მართლა სირცხვილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებასა და 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

„სირცხვილია ისეთი კონსპირაცია, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება. იმ განცხადებებითა და განწყობებით რაც მოვისმინეთ და რის კულტივირებასაც ახდენს ოპოზიცია, რა საკვირველია, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დესტაბილიზაციას ადგილი ჰქონდეს. სირცხვილია, რომ ამ სტრატეგიის საბოლოო წერტილის დასმას აპირებენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამარცხვინო მდგომარეობას რაშიც “ნაცმოძრაობა” და მისი მხარდამჭერები აღმოჩდნენ, საზოგადოება სწორად შეაფასებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.