გია ვოლსკი - შეთანხმების ჩაშლისკენ მიმავალ ოპოზიციას უფრო ვხედავ, ვიდრე კონსტრუქციულ მსჯელობაზე განწყობილს
გია ვოლსკი - შეთანხმების ჩაშლისკენ მიმავალ ოპოზიციას უფრო ვხედავ, ვიდრე კონსტრუქციულ მსჯელობაზე განწყობილს

არ დაგვავიწყდეს მთავარი – ვერანაირად ვერ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საარჩევნო კოდეექსთან დაკავშირებული შეთანხმების ჩაშლისკენ მიდის და არა კონსტრუქციული მსჯელობისკენ.

„ეჭვი ჰქონდა ოპოზიციას, რომ საარჩევნოდ გამოკეტავდა ხალხს სახლებში, განსაკუთრებით მათ მომხრეებს, და რაღაც უპირატესობას მოიპოვებდა. ამ ეჭვების რეალობის არ მჯერა. მგონი, უფრო მაინც სპეკულაციური იყო, თუმცა ამ სპეკულაციების დღის წესრიგიდან მოსახსნელად წინადადება მივეცით, რომ 15 ივლისამდე მიეცეს ხელისუფლებას კანონპროექტის მოქმედების საშუალება, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება. არ დაგვავიწყდეს მთავარი – ვერანაირად ვერ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას. ამის ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე ჩაკეტილი ვადით – 15 ივნისამდე თუ ივლისამდე, ამას მერე უკვე ბჭობასა და დისკუსიებში გაარკვევენ.

კონსტიტუციურობის თემაზე შეიძლება გავაგრძელოთ კამათი, მაგრამ ეს კამათი მიგვიყვანს იქამდე, რეალურად რა სურათიც არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს, სადაც უპირატესობა ბოლო პერიოდში „ევროპულმა საქართველომ“ მოიპოვა, რეალურად უნდა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომაროება. მეორე მხრივ, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა ახალი საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, მესამე ვარიანტი არის, რომ ჩავშალოთ ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მესამე ვარიანტისკენ მსვლელ ოპოზიციას უფრო ვხედავ, ვიდრე კონსტრუქციულ მსჯელობაზე განწყობილს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.