გია ვოლსკი - შეხედეთ, ვის მიჰყავს სიტუაცია, ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე და ჩრდილში მოქცევის გარეშე
გია ვოლსკი - შეხედეთ, ვის მიჰყავს სიტუაცია, ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე და ჩრდილში მოქცევის გარეშე

შეხედეთ, ვინ არიან, ვის მიჰყავს სიტუაცია, ვინ არიან სპიკერები და დანარჩენ საზოგადოებას. ვისაც კიდევ დარჩენია საღი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის და ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ღებულობს მონაწილეობას, იმან უნდა გააანალიზოს სიტუაცია, სად არის რეალური ანტისაოკუპაციო ძალა და რა ძალას წარმოადგენს დღეს ის ხალხი, ვინც საქართველოს სტაბილურობას უპირისპირდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი ვოლსკიმ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“.

„მე დღეს რაც შემიძლია, ესაა დაგანახოთ რეალური სახე და ამის საწინააღმდეგო ვინმეს რამე არგუმენტი თუ ექნება, ძალიან მშვიდად და სერიოზულად მოვუსმენ. ეს არის რეალური სურათი და ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე და ყოველგვარი ჩრდილში მოქცევის გარეშე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.