გია ვოლსკი - შეიძლება, რუსეთმა მოწოდება იმ დღესვე არ შეასრულოს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა აუცილებელია, მადლობა უკრაინას
გია ვოლსკი - შეიძლება, რუსეთმა მოწოდება იმ დღესვე არ შეასრულოს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა აუცილებელია, მადლობა უკრაინას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს, ისევე როგორც საქართველო გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

ვოლსკის შეფასებით, შექმნილ ვითარებაზე მსოფლიოს მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა აუცილებელია.

გია ვოლსკი უკრაინას მადლობას უხდის.

„უკრაინა მხარს გვიჭერს ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და პარლამენტში მათ მიმართ მხარდამჭერი აქტიც მივიღეთ. არ მახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციას მხარი დაეჭიროს ან ეაქტიუროს. შეიძლება, რუსეთმა იმ დღესვე არ შეასრულოს ის, რასაც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო მოუწოდებს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა და ყოველდღიური პრესინგი არის აუცილებელი, მადლობა ამისთვის უკრაინას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას.

უკრაინის საგარეო უწყება მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გაათავისუფლოს საქართველოს დაჭრილი მოქალაქე.

დატოვე კომენტარი