გია ვოლსკი - შანტაჟი „ნაცმოძრაობამ“ განახორციელა თავისი მედიით, დაბრალება დაიწყო, რომ აშშ ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს, ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ - ცუდი, ვინ წაიყვანონ და არ წაიყვანონ სემინარზე
გია ვოლსკი - შანტაჟი „ნაცმოძრაობამ“ განახორციელა თავისი მედიით, დაბრალება დაიწყო, რომ აშშ ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს, ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ - ცუდი, ვინ წაიყვანონ და არ წაიყვანონ სემინარზე

შანტაჟი სწორედაც რომ „ნაცმოძრაობამ“ განახორციელა თავისი მედიასაშუალებებით, დაბრალება დაიწყო, რომ აშშ ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს, ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ – ცუდი, ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ წაიყვანონ და ვინ არ წაიყვანონ ამის გამო სემინარზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისივე თქმით, ძალიან უნდა ეცადოს ადამიანი, რომ კობახიძის განცხადების ინტეპრეტირება მოახდინოს.

„მოსამართლეები და სასამართლო სისტემა არა მარტო ირაკლი კობახიძემ და ნებისმიერმა ჩვენგანმა, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაიცვას ხელისუფლებამ, საზოგადოებამ და იცოდეს, რომ სასამართლო ხელისუფლების ქვეყნის სამსახურში მყარად დგომა ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს მომავალი. რაც შეეხება შანტაჟის თემას, შანტაჟი სწორედაც რომ განახორციელა „ნაცმოძრაობამ“ თავის მედიასაშუალებებით, აშშ-ზე დაბრალება დაიწყო, რომ ის ჩარეულია სასამართლო სისტემაში და განსაზღვრავს, ვინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინ – ცუდი, ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ წაიყვანონ და ვინ არ წაიყვანონ ამის გამო სემინარზე. ეს ისაუბრა კობახიძემ და ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან, შეატრიალონ. ძალიან უნდა ეცადო, ინტერპრეტაცია გააკეთო, თუმცა გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც მედია ჰქვია დღეს, ახერხებს იმას და ხალხს აწვდის დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თითქოს ირაკლი კობახიძემ გამოიყენა იმ მიმართებაში, რომ ვიღაცას შანტაჟს უწევს და განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს. ვფიქრობ, ამ მონდომებას წარმატება არ ექნება. საუბარია იმაზე, რომ არსებობს დანაშაული და ამ დანაშაულში დადანაშაულება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტებისგან ისმის. ისმის ვის მიმართ? ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.