გია ვოლსკი - საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დაბალანსებული, კრიტიკული და წელში გამართული
გია ვოლსკი - საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დაბალანსებული, კრიტიკული და წელში გამართული

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებას ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა, რომლის მიმართ არანაირი ეჭვი არ იქნება, რომ რომელიმე მხარეს იჭერს.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დაბალანსებული, კრიტიკული და წელში გამართული.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ასე მაყურებლების მიმართ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც დაფინანსება გამართლდება და წინ ვერც რეიტინგის მიმართულებით ვერ წაიწევს. ეჭვები ზედმეტია. ვეცდებით, ბორდში ისეთი კანდიდატები შევარჩიოთ, რომლებიც ამ პრინციპებს შეესაბამებიან და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოყვარულები იქნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.