გია ვოლსკი - საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აფასებს, რა სახის მმართველობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მეორე ტურში წარმატება „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება
გია ვოლსკი - საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აფასებს, რა სახის მმართველობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მეორე ტურში წარმატება „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება

საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აფასებს, რა სახის მმართველობა ჰქონდა, სად იყო სადიზმი, სად თაღლითობა, სად ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და დღეს რა სიტუაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკინ არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურში წარმატება „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება.

„სააკაშვილისეული ბაქი-ბუქი ჩვენს განცხადებებს არ ახასიათებს, მეორე ტურია და ვითარება დაძაბულია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აფასებს, რა სახის მმართველობა ჰქონდა, სად იყო სადიზმი, სად თაღლითობა, სად ქვეყნის ინტერესების გაყიდვა, დღეს რა სიტუაციაა და ვინ არიან კანდიდატები. ამ ნიშნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეორე ტურში წარმატება „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე შეაფასა ოპოზიციის წარმომადგენლების უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე.

დრო ვერ გაჩერდება, ისტორია იწერება და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ გამოიხატება იმ მოქმედებებში, რასაც დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახორციელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მობილიზებით დესტრუქციულ ქმედებებში. არ ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა გათვიცნობიერებული აქვთ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. ისინი მსჯელობენ დღევანდელი თემებით, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს დასასრულამდე მიიყვანს“, – განაცხადა ვოლსკიმ.