გია ვოლსკი - საუბარი, რომ მოლაპარაკებებსა და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად
გია ვოლსკი - საუბარი, რომ მოლაპარაკებებსა და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად

საუბარი, რომ მოლაპარაკებებს და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არავითარი არჩევნები არც მორიგი, არც რიგითი, არც განმეორებითი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ არის და ამ გზით მიდიან.

„ხისტი გამონათქვამები ოპონენტების მიმართ უცხო არ არის განვითარებული დემოკრატიებისთვის და საგანგებოდ შეიძლება გარკვეული ისეთი მაგალითების მოყვანა, რომ ძალიან შორს არის თავისი სიხისტით, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, ეგ ერთი. მეორე, ეს სიხისტე განაპირობებს იმას, რომ ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიპლომატიის განსახიერება, მათ არანაირად არ უფიქრიათ არც დესტრუქციაზე, არც დესტაბილიზაციაზე, მათ არ შეუქმნიათ ქვეყნის რყევის და ტურბულენტურ ზონაში შეყვანის მცდელობები არ ჰქონიათ და თურმე ირაკლი ღარიბაშვილს რომ აქვს ხისტი გამოთქმები, ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს. რა მოლაპარაკებებზეა ლაპარაკი. არავითარი არჩევნები არც მორიგი, არც რიგითი, არც განმეორებითი, ამათ ინტერესებში არ არის და ამ გზით მიდიან. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მოლაპარაკებებს და საკითხის მოგვარებას თურმე ხელს არ უწყობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე, არის თვალთმაქცობა, უტიფრობა ან ორივე ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი