გია ვოლსკი - სასწორის ერთ მხარეს არის ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, მეორე მხარეს კი, მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა
გია ვოლსკი - სასწორის ერთ მხარეს არის ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, მეორე მხარეს კი, მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა

მოლაპარაკებებს, რასაკვირველია ყოველთვის აზრი აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პარტიების გონივრული, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ რომ საზოგადოების რაღაც დეზორიენტაციისთვის, თუ არასწორი მიმართულებით მსჯელობისთვის არის ოპოზიციის განცხადებები. ზუსტად იციან თვითონ რა პოზიციაც აქვთ, ის რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, დაახლოებით ეს არის მათი ფორმულა. მოლაპარაკებებს, რასაკვირველია ყოველთვის აზრი აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პარტიების გონივრული, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება. სასწორის ერთ მხარეს დევს ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, რასაც სჭირდება ეკონომიკური პროექტები, სოციალური პაკეტი, სამთავრობო სტრუქტურები ბიუჯეტი და მეორე მხარეს დევს ეს მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა. რაღაც გარკვეული უხერხულობები ამაში არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ამ პროცესში არ არის აუცილებელი.

„ის მონაწილეობს პროცესებში, ყოველდღე ვსხედვართ კომუნიკაცია გვაქვს, ვიხილავთ საკითხებს, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, მგონი არიან საკმაოდ კომპეტენტურები. არ მგონია, რომ ჩვენ სუსტი წარმომადგენლობა გვყავს. ბიძინა ივანიშვილის სიარული იმისთვის, რომ თქვენ სდიოთ მიკროფონით, თქვენი ზონდერ მეთოდებით, არამგონია საჭირო იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.