გია ვოლსკი - სასამართლოს მიმართ ასეთი გავეშებული შეტევა განპირობებულია მხოლოდ ერთით, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნდა და გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“
გია ვოლსკი - სასამართლოს მიმართ ასეთი გავეშებული შეტევა განპირობებულია მხოლოდ ერთით, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნდა და გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“

სასამართლო, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ჩაიძირა პოლიტიკური დაპირისპირებების რეალობაში. ჩვენ დღეს გვაქვს სასამართლო, სადაც მოსამართლეთა შერჩევის პრინციპი არის ისეთი, როგორსაც საერთაშორისო სტანდარტი გვკარნახობს, როგორც ვენეციის კომისიასთან იყო შეთანხმებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართ შეტევა პოლიტიკური მიზნით არის განპირობებული.

„კანონი, რომელიც იქნა მიღებული, პრაქტიკულად გამორიცხავს ყველანაირ დაშვებას, რომ ეს სტანდარტი იქნება რამენაირად შებღალული. ასე რომ, სასამართლოს მიმართ ასეთი გავეშებული შეტევა განპირობებულია მხოლოდ ერთით, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნდა და გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, მას მერე, რაც ამ სასამართლომ გაასამართლა ის ლიდერები, რომლებსაც რეალური დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. მას მერე, რაც სასამართლოს ჩამოსცილდა მმართველობა, რომელსაც წარმოადგენდნენ პოლიტიკური ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“. ჩვენი სასამართლო მოწინავე სასამართლოების პირველ ოცეულში მყარად იკავებს ადგილს, სადაც გამოტანილი განაჩენის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ არის საკმაოდ მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შეფასება. ეს არის რეალობა. არ შეიძლება, რომ მედიატორის რჩევებით ვუკარნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეჩერდა მოსამართლეების დანიშვნა და ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც დღეს საზოგადოებას გააჩნია სასამართლოს მიმართ და რაც მათ სერიოზულ მინუსზე მიუთითებს, ეს არის კვალიფიციურ მოსამართლეთა ნაკლებობა, რომელიც რასაკვირველია, აუცილებლად საჭიროებს უახლოეს პერიოდში შევსებასაც და გადაწყვეტილებების მიღებას, იმდაგვარად, რომ საზოგადოებას ემსახუროს და არა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს, თუნდაც ეს იყოს მმართველი პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი