გია ვოლსკი - სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია როგორ ვაფასებთ ვითარებას
გია ვოლსკი - სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია როგორ ვაფასებთ ვითარებას

სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია როგორ ვაფასებთ ამ ვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მელიას პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც სამაჯურები უკეთიათ.

„საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც სამაჯურები უკეთია და ასეთი 400- მდე ადამიანია, ნიკა მელიას პრივილეგია არანაირად არ უნდა იყოს გადამწყვეტი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია, ან მისი წარმომადგენელი როგორ ვაფასებთ ამ ვითარებას. ეს პოლიტიკური გუნდი, თავისი ლიდერით, დაპირისპირებულია არა ჩვენთან, არამედ – ქვეყნის ინტერესებთან. წინა ხელისუფლება სასამართლო საკითხებს წყვეტდა იმის მიხედვით, თუ როგორ მოილაპარაკებდა ეს ჯგუფი, ვინ გაეშვათ, ვინ ეწამებინათ და ვისთვის მთელი ცხოვრება დაემახინჯებინათ. ასეთი იყო მელიას გადაწყვეტილება, როცა იგი ლიდერი იყო ერთ-ერთი ბანკის გაკოტრების ოპერაციაში, მაგრამ ვფიქრობ, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტლება მიიღო, რომ არ გაითვალისწინა არანაირი პოლიტიკური წინაპირობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.