გია ვოლსკი - სასამართლო ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, რაც ასეა კიდეც
გია ვოლსკი - სასამართლო ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, რაც ასეა კიდეც

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მტკიცებით, საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელ სტრუქტურას წარმოადგენს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ შეიცვლება, პასუხისმგებლობა პარლამენტს დაეკისრება.

„შეიძლება, კონკრეტული ადამიანებისა და რაღაც პროცედურების მიმართ პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ რეალობაში სასამართლო დამოუკიდებელ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტოა. სასამართლო ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, რაც ასეა კიდეც. პროცესებზე როგორ მოთხრობას მოიგონებ და რა სკანდალურ შეფუთვაში შეეცდები, წარმოადგინო, ეს უკვე პროფესიონალურ ლაპარაკს სცილდება და დაპირისპირების გადაფარვაში გადადის, რომელიც სულ სხვა თემიდან წარმოიშვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.