გია ვოლსკი - საქართველოს წინააღმდეგ იყო კონსპირაციის ყველა ნიშანი, მაგრამ ფაქტია, მელაშვილი და ილიჩოვა ვერ იმოქმედებდნენ რაიმე პირადი მერკანტილური შეხედულებებით
გია ვოლსკი - საქართველოს წინააღმდეგ იყო კონსპირაციის ყველა ნიშანი, მაგრამ ფაქტია, მელაშვილი და ილიჩოვა ვერ იმოქმედებდნენ რაიმე პირადი მერკანტილური შეხედულებებით

ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყო კონსპირაციის ყველა ნიშანი. შეიქმნა საფრთხე იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულს დასრულებული სახე აქვს, მაგრამ რეალურად, ფაქტია, რომ ვერც ივერი მელაშვილი და ვერც ილიჩოვა ვერ იმოქმედებდნენ რაიმე პირადი მერკანტილური შეხედულებებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას“,

„გამოძიება წინ არის, რა საკვირველია, სასამართლოს დასკვნა საგანგებო მნიშვნელობის იქნება, მაგრამ ხაზგასასმელია პოლიტიკური ასპექტი, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები იმისთვის, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ის ადამიანები, რომელთა წინაშე ძალიან სერიოზული ბრალდებები და საკმაოდ დასაბუთებული ბრალდებები დევს. თუ ხაზს პოლიტიკურ ასპექტს გავუსვამთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია შეიძლება გასხვისებული იყოს ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზით. ეს ის ფაქტია, რომელიც მგონია, რომ შერყეული ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი