გია ვოლსკი - საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია, დაიცვას ყველას უფლებები
გია ვოლსკი - საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია, დაიცვას ყველას უფლებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, იყო მცდელობა, კვლავ რუსეთის თემის გამოყენებით მომხდარიყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება.

„ესეც არ იკმარეს, აიღეს და ახალი თემა შემოიტანეს, ლგბტ პრაიდის მიერ ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია, დაიცვას ყველას უფლებები, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაუპირისპირდნენ ამას, საზოგადოების კიდევ ერთი ჯგუფი. საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიულად გათვლილი გეგმაა, რომელსაც ვერ მიუდგები სამართლებრივი მხრიდან და პრაქტიკულად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, არავინ მინდა დავამცირო, პირიქით, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, ნელ-ნელა გადასული აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, დააკლდა ის მუხტი, რასაც „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია უკვე საქართველოს წინააღმდეგ გეგმავს. რთული ვითარებაა, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები. უნდათ დააბრალონ, რომ გამოსული არიან ძალები, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელსაც დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის წარმოუდგენელი პროგრესი აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ეს არის სიმახინჯე და ამ სიმახინჯეს რაც უფრო მალე დაინახავს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე ახლა დგას რუსთაველზე, უკეთესი იქნება. მისივე თქმით, „არჩევნების გარდა, არაფერი არ არსებობს ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანი“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.