გია ვოლსკი - საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს
გია ვოლსკი - საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს

საგამოძიებო კომისიის შექმნა რაღაც სტრატეგიად აქციეს, პარლამენტში არასდროს არაფერი უკეთებიათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, და უნდათ, როგორმე თავი გამოიჩინონ, კომისია შექმნან, რომელიც ამ სკანდალურ თემებს წამოწევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს.

„არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თავიანთ პოლიტიკურ გეგმას მიაღწიონ და აქედან დივიდენდი მიიღონ. საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა ჰქონდეს გარკვეული მყარი საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.