გია ვოლსკი - საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია
გია ვოლსკი - საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, ეს მისთვის დამატებითი არგუმენტი იქნება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით არ მიდის.

„უმრავლესობის სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ დიდი კითხვის ნიშანი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად ბრალდებული ადამიანი, თავის მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მათი ამოცანა ეს არის, რასაც სჯობს, არჩევნები, შეთანხმება, სტაბილურობა და სიწყნარე. ამ ვითარებაში, მათ გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი