გია ვოლსკი - საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი ძალა გამოჩნდება, რაც ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ველზე მოასპარეზთათვის
გია ვოლსკი - საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი ძალა გამოჩნდება, რაც ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ველზე მოასპარეზთათვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება და პოპულარობას აკრეფს, რაც ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარია, რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ.

„ამის შესახებ უნდა გავიგოთ, ვიცოდეთ და მსჯელობის საფუძვლიანი საშუალება მოგვცენ. ამაში არაფერი სიახლე არ იქნება, რაც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. 20 ივნისი წყალგამყოფი ნამდვილად იყო, მაგრამ მამუკა ხაზარაძე რას გულისხმობს, არ ვიცი. აშკარად გამოჩნდა, რომ საქმე “ნაციონალურ მოძრაობასთან” გვაქვს, რომელიც 2008 წელს ინტერვენციას საფუძველს უქმნიდა, რეალურად განახორციელა და რეზოლუციებშიც მოგვიანებით მხარი დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობა“ სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მხარს უჭერს და საფუძველს უქმნის ეკონომიკურ ინტერვენციას. ეს არის დამანგრეველი, ანტიქართული ძალა“, – განაცხადა ვოლსკიმ.