გია ვოლსკი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში საპროტესტო აქციები რჩება, არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე შეცვლიდა თავის ამოცანას
გია ვოლსკი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში საპროტესტო აქციები რჩება, არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე შეცვლიდა თავის ამოცანას

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში საპროტესტო აქციები რჩება.

მისი თქმით, არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამოცანას შეცვლიდა.

„არავის სჯეროდა, რომ ისინი მუშაობას დაიწყებდნენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და მთავარი დისკუსიები სწორედ პარლამენტში წარიმართებოდა. არავის სჯეროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე შეიცვლიდა თავის ამოცანას. აქედან გამომდინარე, ახალი არაფერია იმაში, როცა ისინი გადატრიალებაზე, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და რევოლუციური სცენარის განვითარებაზე გველაპარაკებიან. სწორედ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლითა და არჩევნების პარალელური დათვლით უნდა მომხდარიყო ამ სცენარის შეკვრა, რაც ვერ შედგა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დესტაბილიზაციის გეგმა მომავალშიც ვერ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.