გია ვოლსკი - სამწუხარო ფაქტია, რომ ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა რიგ შემთხვევებში, ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო
გია ვოლსკი - სამწუხარო ფაქტია, რომ ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა რიგ შემთხვევებში, ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო

ეს არის კარგად ორგანიზებული ჯახი, რომლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ შს მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

„ყველაფერ, რამაც ამ მოთხოვნას შეუქმნა წინაპირობა, ეს არის კარგად ორგანიზებული ჯახი, რომლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა. ასეთი ჯახის პირობებში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რასაც 2014 წლიდან ჯერ კიდევ ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობა და რაც არაერთხელ ტელევიზიითაც მოვისმინეთ.

სამწუხარო ფაქტია, რომ ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა რიგ შემთხვევებში, ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო, მაგრამ სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა არ უნდა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია სამართლებრივად სწორი მოქმედება. ასე რომ, ყველა დაფიქრდეს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.