გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ გააერთიანოს პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული ადამიანები 
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ გააერთიანოს პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული ადამიანები 

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ადამიანები,  რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მარნეულში განაცხადა, სადაცა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამომრჩევლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ორ მოცემულობას შორის – დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა, შვილების მომავალი თუ მათი ცხოვრება არეულ ქვეყანაში.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო, ეს არის ადამიანის უფლებები. დარწმუნებული ვარ, მარნეულის რაიონის ისევე როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა ძალიან სიღრმისეულად გააანალიზებს შექმნილ ვითარებას, არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში, მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი – ერთად საქართველოსთვის, ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.