გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, მან კარგად იცის, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიები არ არიან, ეს პარტიები რევოლუციურ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, მან კარგად იცის, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიები არ არიან, ეს პარტიები რევოლუციურ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ

სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ვინმე გააკრიტიკოს და შენიშვნა მისცეს, მისი კრიტიკა რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს, გაუგებარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დესტაბილიზაციის თავისი გეგმა აქვს, რომელსაც არასდროს მალავს.

„როგორ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატია არჩევნების გარეშე განვითარდეს? – სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. მან კარგად იცის, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიები არ არიან. ეს პარტიები საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე რევოლუციურ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ. განსხვავება ის არის, რომ რამდენიმე პარტიას ჰგონია, რომ არჩევნების პროცესში მონაწილეობით თავის მთავარ მიზანს უფრო ეფექტურად მიაღწევენ. ეს არის ქვეყანაში მმართველობის ჩამოშლა და ხელისუფლების სათავეში მარიონეტული რეჟიმის მოყვანა. ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება არჩევნების გზით გაკეთდეს, მეორე ნაწილის პოზიცია საბოტაჟია. სალომე ზურაბიშვილი არც ერთ ჯგუფში არ წერია, რადგან მას დესტაბილიზაციის თავისი გეგმა აქვს, რომელსაც არც არასოდეს მალავს. ის პოლიტიკურ ფიგურასაც არ წარმოადგენს იმ ბიოგრაფიით, უკვე რაც გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.