გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც კი არ არის სანქციების გვერდის ავლის, რაზეც საუბრობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი
გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც კი არ არის სანქციების გვერდის ავლის, რაზეც საუბრობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც არ არის, რომ სანქციების გვერდის ავლით რამე ხდება, რაზეც სამწუხაროდ, საუბრობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გლობალური სისტემის კონტროლი არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში არ დაუშვებს, რომ კეთდებოდეს ისეთი რამ, რომელიც რუსეთს გამოადგება თავისი საომარი მოქმედებების წარმართვაში.

„არსებობს ენერგეტიკული პრობლემა, რაც არ მოხსნილა და ევროკავშირს გაცილებით დიდი რესურსი აქვს მობილიზებული, რათა ისედაც დამძიმებული ენერგო პრობლემები გადალახოს და რუსეთთან ვაჭრობის მოცულობაც არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ საკითხებზეა საუბარი, ნუ ვკონცენტრირდებით მხოლოდ საქართველოზე, რადგან მსოფლიოში მიდის მძიმე პროცესები და მოხსენება ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.