გია ვოლსკი - სახალხო დამცველის პოზიციები ოპოზიციის განცხადებებთან შესაბამისობაში არ უნდა იყოს
გია ვოლსკი - სახალხო დამცველის პოზიციები ოპოზიციის განცხადებებთან შესაბამისობაში არ უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის პოზიციები ოპოზიციის განცხადებებთან შესაბამისობაში არ უნდა იყოს, – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციის თემაზე სახალხო დამცველის მოსაზრებების შეფასებისას გააკეთა.

,,სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს და მისი შენიშვნები და მოსაზრებები, რასაკვირველია, საინტერესო იქნება, მათ შორის სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის, რომელიც ასევე ძალიან დეტალურად, სკულპულოზულად სწავლობს საკითხს. რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტი ეკონომიკური პროექტი იქნება, მით უფრო მწვავე და მწარე იქნება ეპითეტები და განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხიდან მოდის. სახალხო დამცველის განცხადებები მასთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში  და ამის იმედი გვაქვს”,  – განაცხადა ვოლსკიმ პირველ არხთან საუბრისას.