გია ვოლსკი - საერთაშორისო შეფასებებით საქართველოში მედიათავისუფლების დონე საკმაოდ მაღალია და მისი შენარჩუნება მედიის დამსახურება იქნება
გია ვოლსკი - საერთაშორისო შეფასებებით საქართველოში მედიათავისუფლების დონე საკმაოდ მაღალია და მისი შენარჩუნება მედიის დამსახურება იქნება

ტელევიზიაში სამეურვეო საბჭო იმიტომ არსებობს, რომ მის მუშაობაში არავინ ჩაერიოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აჭარის საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენების კომენტირებისას განუცხადა.

„მედიასივრცეში ისეთ მედიასაშუალებას ვერ ვხედავ, რომელიც ექვემდებარება და დითირამბებს უმღერის ხელისუფლებას. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ქვეყანაში მედიათავისუფლება რამდენად დიდია. საერთაშორისო შეფასებებით საკმაოდ მაღალია ეს დონე, ამ დონის შენარჩუნება მედიის დამსახურება იქნება. აჭარის ტელევიზიიდან იმაზე მეტი კრიტიკა არ მომისმენია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2″, „ტვ პირველი” ან „იმედი” გვაკრიტიკებს,“ – აღნიშნა ვოლსკიმ.