გია ვოლსკი - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად
გია ვოლსკი - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს“.

„განცხადებები ემყარება რა ხდება საქართველოში, მართლაც რა შედეგები გვქონდა არჩევნებზე და რამდენად დიდი იყო გადახრის ამპლიტუდა იმ სტანდარტებთან, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს. ზუსტად გამოიკვეთა სურათი. ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თუნდაც ის ამბავი, რომ ჩვენი ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, უარს ამბობს ვიდეოთვალის გახსნაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.