გია ვოლსკი - სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
გია ვოლსკი - სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ „ქართული ოცნების“ მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის გამოხმაურება შეაფასა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ხოლო თუ აუცილებელი გახდება, მათ შორის იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

„დრამატულ შეფასებას არ მივცემ. რადგან ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც რასაკვირველია, უნდა ვინერვიულოთ, მაგრამ ამ ნერვიულობის იქით არის საქმე, რომელიც უნდა გაინაწილონ. ყველამ თავისი წილი ვალდებულება და პასუხუსმგებლობა უნდა აიღოს. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს და ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გამოიტანოს საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუკი ეს აუცილებელი გახდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.