გია ვოლსკი - საარჩევნო ცვლილებები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა
გია ვოლსკი - საარჩევნო ცვლილებები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ოპოზიციური სპექტრისთვის საარჩევნო ცვლილებები საინტერესო არ არის, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მათი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან დაბალია.

გია ვოლსკი ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განსახორციელებელია.

„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ეუთო/ოდირის შენიშვნებია, განხილვა დაიწყო და თითქოს, ბოლომდე მივიდა. კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა. ეს მათთვის საინტერესო არ არის, რადგან მათი პერსპექტივა ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, არაერთი მიზეზი კიდევ იქნება დასახელებული იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი საუბარი მეათე ხარისხოვანია და მედიის ყურადღების მისაქცევად არის გამოყენებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.