გია ვოლსკი - სააკაშვილის თემაზე, პირველ რიგში, უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა, სამართლებრივი შეფასება გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა თუ ნებისმიერმა სხვა ადამიანმა
გია ვოლსკი - სააკაშვილის თემაზე, პირველ რიგში, უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა, სამართლებრივი შეფასება გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა თუ ნებისმიერმა სხვა ადამიანმა

სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით,  პირველ რიგში, უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა, სამართლებრივი შეფასება გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა თუ ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, თუნდაც ევროპარლამენტარი იყოს, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირება არ შეიძლება.

„ევროპარლამენტარების განცხადებები გარკვეულწილად არის მიკერძოებული, განსაკუთრებით, ამ სკანდალის შემდეგ, რომელიც ეხება კორუფციას, რამაც შეიძლება, საკმაოდ სერიოზული მასშტაბი მიიღოს. საუბარია კონკრეტული ქვეყნის მხრიდან ფულის სანაცვლოდ რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაზე, რამაც ევროპარლამენტის ავტორიტეტი საკმაოდ შელახა.

ამჯერად ფოტიგას განცხადებაზე მაქვს საუბარი, ეს ერთადერთი განცხადება არ არის, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებულია. მიხეილ სააკაშვილის თემა, მის ფიგურასთან, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული თემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ხელმძღვანელობენ. ეს ერთი გუნდია, ერთი გარკვეული მიზნით მობილიზებული. სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ განცხადებას წინ უძღვის მოლაპარაკება კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში. როგორ შეიძლება, მისი ფაქტორი გამოიყენონ ბრძოლაში. სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა, ამასთან, სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა თუ ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, თუნდაც ევროპარლამენტარი იყოს. არ შეიძლება ამ საკითხის დაკავშირება ევროინტეგრაციის თემასთან. სააკაშვილი დამნაშავეა, ჩაიდინა დანაშაულები და არა მარტო ის, რაზეც დღეს სასამართლოში მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.