გია ვოლსკი - სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა
გია ვოლსკი - სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

თუმცა, მიიღებს თუ არა შესაბამის გადაწყვეტილებას პოლონეთი, გია ვოლსკის ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

„შეიძლება იყოს განხილვის მოლოდინი, მაგრამ გადაწყვეტილების მოლოდინი უნდა გქონდეს პრაქტიკიდან გამომდინარე. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. დაველოდოთ“, – აცხადებს ვოლსკი.

მისივე განმარტებით, როგორც უკრაინის, ისე პოლონეთის შემთხვევაში, საუბარია სუვერენულო ქვეყნების გადაწყვეტილებებზე.

გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოპულიზმის მწვერვალზეა ასული, თუმცა ამის შედეგი დაბალია.