გია ვოლსკი - რუსი მოქალაქე, რომელიც ამბობს, საბჭოთა კავშირი არ დანგრეულაო, ასევე ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ ადამიანს, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეული მიზნისკენ მიდიან
გია ვოლსკი - რუსი მოქალაქე, რომელიც ამბობს, საბჭოთა კავშირი არ დანგრეულაო, ასევე ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ ადამიანს, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეული მიზნისკენ მიდიან

როდის იყო გულწრფელი ოპონენტების დიდი ჯგუფი, როცა რუს ტურისტებს ტაშ-ფანდურით ხვდებოდნენ და ამ დროს ჯერ კიდევ იმ სამხედროებისა და მოქალაქეების ცხედრები არ იყო გაციებული, რომლებიც დაიხოცნენ და ბრძოლის ველზე მიატოვეს? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის მოსაზრებით, ბათუმში გუშინ განვითარებული პროცესები პროვოკაციული იყო.

„ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის არსებობს, ასევე, ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდიან შეგნებით თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიეთ. საკმაოდ საფრთხის შემცველ ატმოსფეროს ქმნიან, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პროვოკაციულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.