გია ვოლსკი - რუსეთის პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და სამხედრო პოლიგონისთვის მეტი ადგილი დარჩეს
გია ვოლსკი - რუსეთის პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და სამხედრო პოლიგონისთვის მეტი ადგილი დარჩეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ცხინვალში მცხოვრები ადამიანების ბედი რუსეთის ინტერესს არ წარმოადგენს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ცხინვალში პროდუქტებზე შექმნილ დეფიციტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხინვალში ყველაფრის დეფიციტია – პროდუქტების, სამედიცინო მომსახურების, ადამიანის უფლებების დაცვის.

„საგანგებოდ მძიმე მდგომარეობაა. რუსეთის ინტერესს არ წარმოადგენს ცხინვალში მცხოვრებლების ბედი. რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბაზაა. არც ერთი ნიშანი არ არსებობს, რომ მოსკოვს ამ მდგომარეობის გაუმჯობესება აინტერესებს. პირიქით, მათი პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და სამხედრო პოლიგონისთვის მეტი ადგილი დარჩეს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი