გია ვოლსკი - როგორც სჩვევია, ბიძინა ივანიშვილმა გულახდილად ისაუბრა მართვის სტრუქტურებში არსებულ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე
გია ვოლსკი - როგორც სჩვევია, ბიძინა ივანიშვილმა გულახდილად ისაუბრა მართვის სტრუქტურებში არსებულ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე

როგორც სჩვევია, ბიძინა ივანიშვილმა გულახდილად ისაუბრა ნაკლოვანებებსა და იმ პრობლემებზე, რაც მართვის სტრუქტურებს გააჩნიათ, – ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოების დიდ ნაწილს და ყურადღება გაამახვილა ნაბიჯებზე, რომელიც ამ პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გადაიდგას.

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა რაც შეიძლება მალე იქნას დაძლეული. ამ ღონისძიებათა შორის არის თუნდაც მათი დავალიანების განულება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ჩაფიქრებულია არჩევნების შემდეგ და აუცილებლად იქნება რეალიზებული. მაგრამ რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტად გაამახვილა ყურადღება არის ის, რომ ამის სწორად და პროფესიულად რეალიზაციისთვის საჭიროა საკმაოდ გამოცდილი, დახვეწილი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ვფიქრობ, ასეთი გუნდი ჩვენ გვყავს. მე მგონია, რომ ორგანიზაციული მხარე არის სერიოზულად მისახედი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.