გია ვოლსკი - როგორც კი 12 რეკომენდაციაზე დაიწყო მუშაობა, იმ დღიდან „ნაცები“ არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, რასაკვირველია, მთავარ თემად ომში ჩართვა რჩება
გია ვოლსკი - როგორც კი 12 რეკომენდაციაზე დაიწყო მუშაობა, იმ დღიდან „ნაცები“ არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, რასაკვირველია, მთავარ თემად ომში ჩართვა რჩება

როგორც კი 12 რეკომენდაციაზე დაიწყო მუშაობა, იმ დღიდან „ნაცები“ არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, ახლა გადაწყვიტეს, აქცენტი მაკა ბოჭორიშვილის კრიტიკაზე გადაიტანონ, რასაც საფუძველი არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს ევროკომისიის არანაირი რეკომენდაცია.

„მათი მხრიდან მთავარია დეპოლარიზაციის შენარჩუნება. მათი მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს, რათა აქედან რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. რასაკვირველია, მთავარ თემად ომში ჩართვა რჩება, რასაც არ მალავენ და ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება საგანგებო და მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.