გია ვოლსკი - როცა რადიკალიზმი აშკარაა და ამ დროს გარკვეული პირები ბრიუსელიდან დაფინანსებას იღებენ, მინიშნებაა, რომ მათი მხარდაჭერა ყველას ექნება, ვინც მონაწილეობას მიიღებს მოწოდების შესრულებაში
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოქმედებებს ბრიუსელის მხრიდან შეფასება არ მისცემია. რევოლუცია დააანონსეს და ფიზიკური შეტევის სცენარს გაჰყვნენ, მაგრამ ბრიუსელი დუმს. არათუ რევოლუციურ სცენარზე აქვთ პასუხისმგებლობა, არამედ ნებისმიერი იმ ოჯახის მიმართ, რომელთა ახლობელი ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში მონაწილეობის გამო დააკავეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, შეიძლება, შიდა დაპირისპირების საფრთხე ისეთი პროცესების განვითარების წინაპირობა გახდეს, რომელიც შეუქვევად ნგრევას გამოიწვევს.
„სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესაა მიზანი, რადგან შეფასება ობიექტური უნდა იყოს. როცა რადიკალიზმი აშკარაა და ამ დროს გარკვეული პირები ბრიუსელიდან დაფინანსებას იღებენ, რასაკვირველია, ეს მინიშნებაა იმაზე, რომ მათი მხარდაჭერა ყველას ექნება, ვინც მონაწილეობას მიიღებს იმ მოწოდების შესრულებაში, რასაც რევოლუცია, დაპირისპირება და სისხლისღვრა ნიშნავს. ასეთი მოწოდება ბევრი მოვისმინეთ, „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ვიხილეთ და არცერთი დაგმობა არ ყოფილა, პირიქით, მეტი წახალისება, მეტი მხარდაჭერა იყო. მხოლოდ ერთი შეფასება იყო ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლისგან კავკასიაში, რომელმაც მოვლენები ზუსტად შეაფასა“, – განაცხადა ვოლსკიმ.