გია ვოლსკი - როცა ერთ მხარეს არის დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს
გია ვოლსკი - როცა ერთ მხარეს არის დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს

როცა ერთ მხარეს არის დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ოპონენტების ნაწილი ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს დიპლომატებს.

„ელჩებთან დაკავშირებით ხშირად არის სპეკულაცია. ჩვენი ოპონენტებიდან ზოგი ელჩებს აგინებს, არის თითის და მუშტის ქნევაში. ეს ელჩები სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ და უფრო მეტიც სახელმწიფოთა ჯგუფის პოზიციას გამოხატავენ, მაგალითად, ევროკავშირის. როცა ერთ მხარეს რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, აქ საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პარტნიორი ქვეყნების წინაშე, ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს ოპონენტთა დიდი ჯგუფის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა. თუ არადა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში მონაწილეობას ღებულობენ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, სააკაშვილის ლიდერობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.