გია ვოლსკი - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს, სტაბილურობას ის პოლიტიკური ძალა ინარჩუნებს, რომელიც დიდი ხანია, ქვეყნის სათავეშია
გია ვოლსკი - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს, სტაბილურობას ის პოლიტიკური ძალა ინარჩუნებს, რომელიც დიდი ხანია, ქვეყნის სათავეშია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, სტაბილურობას ის პოლიტიკური ძალა ინარჩუნებს, რომელიც დიდი ხანია, ქვეყნის სათავეშია.

„სტაბილურობას ის პოლიტიკური ძალა ინარჩუნებს, რომელიც დიდი ხანია, ქვეყნის სათავეშია და საქართველო გაჰყავს სამშვიდობოს, როცა მის გარშემო მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ეს ქვეყანა არ არის „ქართული ოცნების” ან ნებისმიერი ჯგუფის. ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას შექმნის. „ქართული ოცნება” 43 პროცენტსაც აიღებს და გაცილებით მეტსაც, მაგრამ საზოგადოებამ პრინციპი უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება, საფრთხე შეექმნას ქვეყნის სტაბილურობას არსებულ საფრთხილო ვითარებაში. ქვეყნის პრობლემებზეა საუბარი და არა რაღაც პროცენტულ მაჩვენებლებზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.