გია ვოლსკი - რევოლუციურ კომიტეტში იმ ადამიანის მიყვანა დასჭირდათ, ვინც უცხო ენას ფლობს ან უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაჩერდა
გია ვოლსკი - რევოლუციურ კომიტეტში იმ ადამიანის მიყვანა დასჭირდათ, ვინც უცხო ენას ფლობს ან უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაჩერდა

რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია აუცილებელი გახდა – იმ ადამიანის მიყვანა დასჭირდათ, ვინც უცხო ენას ფლობს ან უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაჩერდა, გაიყინა და, რევოლუციური მოწოდებების გარდა, იდეა არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.

„ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე იმის შემავსებელი იქნება, როცა ახალი „ნაცმოძრაობა“ ტკივილებში იბადება და გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება, რათა ეს ყველაფერი ტრაგედიით არ დამთავრდეს. გიორგი ვაშაძეს სწორედ ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ იმის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ მან ინტელექტის დეფიციტი შეავსოს. ფაქტია, რომ სხვა პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. სწორედ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ მიყვანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.