გია ვოლსკი - რეკომენდაციების შესრულებაში „ნაცმოძრაობის“ ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათი დესტაბილიზაციის სტრატეგიას
გია ვოლსკი - რეკომენდაციების შესრულებაში „ნაცმოძრაობის“ ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათი დესტაბილიზაციის სტრატეგიას

რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ნაცმოძრაობის“ ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიას, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის პერსპექტივა არ არსებობს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეუერთდეს იმ პროცესს, რომელიც სამართლიანად აყალიბებს დამოკიდებულებას არჩევნებზე, სახალხო დამცველის თუ გენერალური პროკურორის არჩევის წესზე.

„12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ამ ადამიანების ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიას, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს. ეს წინააღმდეგობა არსებობს და არ დაძლეულა. რა აქვთ საპროტესტო, თუ გამჭვირვალე იქნება სახალხო დამცველის არჩევა და მასში ყველა მიიღებს მონაწილეობას, ვისაც ამის სურვილი გააჩნია?“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.