გია ვოლსკი - რეალობის გამოსწორება მეორე ფანჩატურის შექმნით ვერ მოხერხდება, ეს არის სატყუარა, რომელიც ვერ იქნება სარწმუნო, ხალხი ხვდება, რა პროცესები მიმდინარეობს
გია ვოლსკი - რეალობის გამოსწორება მეორე ფანჩატურის შექმნით ვერ მოხერხდება, ეს არის სატყუარა, რომელიც ვერ იქნება სარწმუნო, ხალხი ხვდება, რა პროცესები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი კოალიცია ფანდია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საზოგადოება იმდენად გულუბრყვილო არ არის, რომ იფიქროს, რომ კოალიციური მთავრობა არის ის ნაკრები, რომელშიც შერჩეულია საუკეთესო დარგების ხელმძღვანელები.

„ეს არის პოლიტიკური ფანდი, რომელიც იმ ამომრჩეველთა მოზიდვას უკავშირდება, ვინც სხვადასხვა პარტიას უჭერს მხარს. ამავე დროს ჩანს, რომ ამ პარტიებს ისედაც დაბალი რეიტინგი შეუმცირდათ, რადგან ყველა „ნაცმოძრაობას“ ჩამოეკიდა და იმ დანაშაულებიდან დისტანცირება ვერ მოახდინეს, რაც თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა ჩადენილი. ამ რეალობის გამოსწორება მეორე ფანჩატურის შექმნით ვერ მოხერხდება. ეს არის სატყუარა, რომელიც ვერ იქნება სარწმუნო, რადგან საკმაოდ ჭკვიანი ხალხი არის, ვინც ხვდება, რა პროცესები მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.