გია ვოლსკი – იყო მცდელობა, ევროპული განვითარების ლიდერობა ზურაბიშვილისთვის ჩაებარებინათ, თუმცა არ გამოვიდა, კიდევ რას მოიფიქრებენ, არ ვიცი, მაგრამ სცენარების მნიშვნელოვანი რესურსი უკვე გახარჯულია

14:21, 28.09.2026

რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს, ამ წლების განმავლობაში ჩვენს თვალწინ რამდენიმე სცენარი გათამაშდა, იყო მცდელობა, ევროპული განვითარების ლიდერობა სალომე ზურაბიშვილისთვის ჩაებარებინათ, თუმცა ეს არ გამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგ შექმნეს რაღაც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ გვარამიას მეთაურობით, შემდეგ არასამთავრიბო ორგანიზაციები შემოიყვანეს, როგორც რევოლუციური პროცესების ლიდერები, კულტურის დარგის ცნობილი ბანიც რევოლუციის ლიდერად წარმოაჩენს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იმის მცდელობაა, ძალების დივერსიფიცირება მოხდეს. ამ ფუნქციას, მათი აზრით, „ლელო“ უნდა ასრულებდეს, რომელიც ყველას უნდა უპირისპირდებოდეს და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვიერად უპირისპირდება „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მათთან კოალიციური საქმიანობა ჩვენ თვალწინ ვითარდება. ამოცანაც და გეგმაც ერთი აქვთ. სამომავლოდ კიდევ რას მოიფიქრებენ, არ ვიცი, მაგრამ ამ სცენარების მნიშვნელოვანი რესურსი უკვე გახარჯულია, ისევე როგორც უშველებელი ფინანსური რესურსები. ესენიც აქედან ცდილობენ, ახალი იდეები მიაწოდონ, იქ ხელოვანების ჩართვა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ორგანიზება და ახლგაზრდების ჩართვა „მეიდნის“ სცენარში კიდევ დღის წესრიგში რჩება და ალბათ ყველაზე დიდი დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ეს ადმიანები სჩადიან. ასე რომ, ზოგადი განცხადებები, ხან ერთმანეთის დაგესვლა და შეტევები არაფერს არ განაპირობებს. რეალობა ერთია, სცენარები ამოწურულია. არ ვფიქრობ, რომ მომავალში რამე ისეთი სიახლე შეიძლება, შემოგვთავაზონ, რომელიც ამ ვითარებას შეცვლის. სცენარები და დაფინანსება იქნება, თუმცა ძალიან მწირია ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ“.

მსგავსი