გია ვოლსკი - არ შეიძლება, გიორგი გახარიას წინაშე ვალდებულება მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას გადაეფაროს 
გია ვოლსკი - არ შეიძლება, გიორგი გახარიას წინაშე ვალდებულება მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას გადაეფაროს 

უმრავლესობიდან როგორც წავიდნენ კონკრეტული ადამიანები, ისე წავლენ პოლიტიკური პოსტებიდან ის პირები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაუკავშირეს სხვა პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განუცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გიორგი შენგელიას გადადგომის შესახებ.

მისი თქმით, „ტერმინები – დევნა, წმენდა და ზეწოლა იმ ადამიანს ეხება, რომელიც პოლიტიკურ პოსტზეა დ პოლიტიკური პოსტიდან გამომდინარე მოვალეობებს ასრულებს“.

„ქალაქის მერი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მხარდაჭერილი, არ შეიძლება, გიორგი გახარიას წინაშე მისი ვალდებულება გადაეფაროს სახელმწიფოს, მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობას. პოლიტიკური პოზიციები და განსხვავებები უკვე აშკარაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.